Monday, April 28, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მოგზაურობა წარსულში--ძველი ეგვიპტე.



პროექტის მთავარი იდეა: ძველეგვიპტურ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნის  გაღრმავება. ეგვიპტელი ფარაონების, პირამიდების და ხელოვნების ნიმუშების გაცნობა შესწავლა.



პროექტის აქტუალობა:  ა) მოსწავლეები  იცნობდნენ ძველი მსოფლიო ისტორიის წარსულს, იმოგზაურონ ვირტუალურად ძველ ეგვიპტეში. ისაუბრონ  ნანახის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
 ბ)გაკვეთილის  მიმდინარეობა ვიდეოს ჩვენების ფონზე.



პროექტის    მიზნები: 
ü  მოსწავლეებმა შეძლონ  ინფორმაციის  ძიება, დამუშავება, ორგანიზება დამოუკიდებლად, როგორც წიგნებით ასევე ისტი-თ.
ü  იცნობდეს  ძველი ეგვიპტის ცივილიზაციას, კულტურას , ხელოვნებას.
ü  არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ü  შეძლოს ისტორიული ფაქტების დაკავშირება შესაბამის ეპოქასთან.



მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი.

ვადები /ხანგრძლივობა: 5-6 დღე.

მოსალოდნელი შედეგები:
1.      მოსწავლე კონკრეტული მასალის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს  თანმიმდევრობას.
2.      თანამშრომლობს სხვებთან.
3.      საუბრობს თავის ნამუშევრებზე და ასაბუთებს რატომ მოსწონს ის.
4.      საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს.
5.      მსჯელობს ხელოვნების ცალკეული ნიმუშის დანიშნულებაზე.

პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატი, მარკერი, ფანქრები, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
აქტივობა 1 მოსწავლეები ირჩევენ საპროექტო თემას.
აქტივობა 2: აყალიბებენ ჯგუფებს.
აქტივობა 3: მსჯელობენ დავალებებზე  ეცნობიან  სახელმძღვანელოში მოცემულ რჩევებს.
აქტივობა 4: ინტერნეტში იძიებენ მასალებს ფარაონებზე ,პირამიდებზე, არქეოლოგების მიერ სამარხის კედლებზე აღმოჩენილ  ნახატების სიუჟეტზე.
აქტივობა 5: ინაწილებენ მოვალეობებს.
აქტივობა 6: გამოფენას აცხადებენ გახსნილად. აცნობენ სტუმრებს მათ მიერ მომზადებულ ესეებს ძველი ეგვიპტის ფარაონებისა და პირამიდების შესახებ.
აქტივობა 7: თითოეული ჯგუფის წევრი წარადგენს სტუმრის წინაშე მოძიებულ მასალებს და აწვდის ინფორმაციას მათ.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, ქართული.

პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან ჩხარტიშვილი.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: rusudanchxartishvili@gmail.com